სხვა

20:47 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

14 სპორტსმენი და 9 მედალი: საქართველოს ისტორიული შედეგი პარალიმპიადაზე

პარიზის პარალიმპიადა დასრულდა, რომელიც საქართველოს დელეგაციისთვის შესანიშნავი და ისტორიული გამოდგა.

მართალია, მონაგარში მხოლოდ ერთია ოქროს მედალი, მაგრამ ჯამში 9 მედალი, მართლაც დიდებული შედეგია, მით უფრო, რომ საქართველომ პარიზში სულ 14 სპორტსმენით (6 სახეობაში) იასპარეზა. ასე რომ, 14-დან 9 პარაპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო.

ეს შედეგი მითუმეტეს შთამბეჭდავია, თუ წარსულს გადავხედავთ: საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთედ მონაწილეობდა (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე სულ ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს.

ამჯერად კი, მხოლოდ ერთ პარალიმპიადაზე 5-ით მეტი მედალი მოიპოვეს, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია.

პარიზის პარალიმპიადაზე ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა მძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე (ბირთვის კვრა), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ რევაზ ჩიკოიძე (ძიუდო), გიორგი ქალდანი (ძიუდო), ლადო ჭინჭარაული (სროლა) და ზურაბ ზურაბიანი (ძიუდო), ხოლო ბრინჯაოს მედალი ანა ჯაფარიძემ (ტაეკვანდო), ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა), ინა ქალდანმა (ძიუდო) და აკაკი ჯინჭარაძემ (პარაწოლჭიმი) მოიპოვეს.

ამრიგად, 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით საქართველომ პარიზის 2024 წლის პარალიმპიადა 51-ე ადგილზე დაასრულა.

0.11517