საფრანგეთის ნაკრების მეკარემ, მაიკ მენიომ იტალიასთან წაგების (1:3) შემდეგ თანაგუნდელებს გასახდელში მიმართა.
L’Equipe-ს ცნობით, „მილანის“ კარის დარაჯის მონოლოგი 2 წუთი გაგრძელდა და მას ყველა თანაგუნდელი უსმენდა, მიუხედავად იმისა, რომ მენიოს საუბარი მშვიდი არ ყოფილა.
წყაროს თანახმად, მენიომ თანაგუნდელებს უთხრა, რომ საფრანგეთის ნაკრებში მხოლოდ ორი იტალიელი ფეხბურთელი თუ მოხვდებოდა, მაგრამ მაინც მათ გაიმარჯვეს, რადგან უფრო დიდი მონდომება და აგრესია გამოიჩინეს.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა პარიზში, საფრანგეთს 3:1 აჯობა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.