კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებას (4:1) გამოეხმაურა:
„ვულოცავ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ და ჯგუფიდან გასვლაც არ იყო შემთხვევითი. წარმატებები ჩვენ ქვეყანას“, - დაწერა ქეცბაიამ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.