ფეხბურთი

1:43 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება დაგვეტყო"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ჩეხეთთან გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, სასურველი დასაწყისია. ჩეხეთი ძლიერი და კარგი გუნდია, მძიმე თამაშს ველოდით. დაგვეტყო გამოცდილება, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ, საწყისი 15 წუთის შემდეგ თამაში დავალაგეთ, ძალიან მაგრად ვითამაშეთ და იმედია, ასე გავაგრძელებთ.

ალბანეთში რთულ თამაშს ველოდებით, ძალიან კარგი ნაკრებია, ვნახეთ თამაშები, ახლა უფრო კარგად განვიხილავთ, აქამდე ჩეხეთზე ვიყავით ორიენტირებული და ვნახავთ, მათ მინუს-პლუსებს. იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102045