ფეხბურთი

1:10 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "მიხარია, რომ ეს პრიზი საქართველოში მივიღე"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ჩეხეთთან გამარჯვების (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ლიონში“ გოლი მაკლია, ნაკრებში მინდოდა, გამეხსნა პირადი ანგარიში სეზონში და მთავარია, რომ მოვიგეთ. ალბანეთთან ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირის პრიზი მომცეს, დიდი ხანი ველოდი და მიხარია, რომ აქ მივიღე, მთელ საქართველოსთან ერთად“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.132052