ფეხბურთი

22:46 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი სუარესის სანაკრებო კარიერის დასრულებას ემოციურად გამოეხმაურა

ბრაზილიის ნაკრებისა და საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ნეიმარი ლუის სუარესის ურუგვაის ნაკრებში კარიერის დასრულებას გამოეხმაურა და ვიდეო მესიჯი ჩაწერა. ვიდეო სტადიონის ტაბლოზე აჩვენეს სუარესის პარაგვაისთან გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ (0:0).

„ეს სევდიანი დღეა, მაგრამ ასევე ბედნიერი იმის გამო, რაც გააკეთე ეროვნული ნაკრებისთვის და როგორც იცხოვრე. შენ ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი და საუკეთესო ბომბარდირი ხარ. დიდი პატივია რომ გიცნობ, როგორც პიროვნებას და როგორც მოთამაშეს. შენს წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.

ყოველთვის მახსოვს ჩვენი საუბრები და მომენტები. შენთან ძალიან სასიამოვნო წუთები გავატარე. ვიცი, რომ ურუგვაელებისთვის ეს სამწუხარო დღეა, რადგან საოცარი ფეხბურთელი დააკლდათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დარჩები მათ გულებში, ისტორიაში. ჩაგეხუტები, ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის ერთად ვიქნებით“, - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Marca.

0.159853