პარიზის პარალიმპიური თამაშების რეპეშაჟში იასპარეზა ქართველმა პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ, კატეგორია J2). მან ბრიტანელი ევან მოლოი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ყიზილაშვილმა პირველ შეხვედრაში ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი ფრანგ ელიოს ლაჩუმანაისთან დათმო.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ფინალში იჭიდავებს რევაზ ჩიკოიძე, რომელსაც ვერცხლი განაღდებული აქვს და ოქროსთვის იბრძვის.
ამ დროისთვის პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს შვიდი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა. ვერცხლის მედლები პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოსმედალოსნები კი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.