ფეხბურთი

23:31 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ეს მოგება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება, მაგრამ ღრუბლებში არ დავფრინავთ"

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ერთა ლიგაზე ლიეტუვასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა თქვა, ეს მოგება მის გუნდს ფსიქოლოგიურად დაეხმარება.

„დღეს ბევრი ვიბრძოლეთ, ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს, რაც შეეძლოთ და არ შეეძლოთ. თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ, თავს კარგად ვერ ვიცავდით და ბურთს ვერ ვინარჩუნებდით. შემდეგ შევქმენით მომენტები, გავიტანეთ და მოვიგეთ.

მეორე ტაიმში ჩვენს კართან საფრთხე არ ყოფილა, ცვლილებები დაგვეხმარა, მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ შეცვლაზე შემოვიდნენ და გუნდს დაეხმარონ. ღრუბლებში არ დავფრინავთ, დავამარცხეთ გუნდი, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩვენი პოტენციალისაა. ბევრად უფრო რთული გუნდებია რუმინეთი და კოსოვო, მაგრამ გამარჯვება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება.

პირველი 15 წუთი განსაკუთრებით არ იყო კარგი, ზოგიერთ მოთამაშეს სათამაშო პრაქტიკა აკლია, ზოგი გუნდში არსებულ სიტუაციაზე ფიქრობს. თუმცა, მიხარია ბიჭების გამო, რომ გასვლაზე 5 წლის შემდეგ ოფიციალური მატჩი მოვიგეთ.

კოსოვოსთან სახლში ვთამაშობთ და ბოლოს და ბოლოს, გვინდა ვიგრძნოთ, რომ ნამდვილად სახლში ვთამაშობთ. ჯერჯერობით, ეს არ მიგრძნია, ეს ეროვნული ნაკრებია, მოიგებს თუ წააგებს, არ აქვს მნიშვნელობა, ხალხი სტადიონზე უნდა მოვიდეს. ჩვენ არ ვითხოვთ 50 000 ადამიანს, არამედ 5-6 ათასიანი სტადიონის შევსებას“, - განაცხადა ქეცბაიამ.

კვიპროსის ნაკრები მომდევნო ტურში 9 სექტემბერს, კოსოვოს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131433