ფეხბურთი

22:00 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას კვიპროსმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

ერთა ლიგის C დივიზიონი კვიპროსის ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. თემურ ქეცბაიას გუნდმა სტუმრად ლიეტუვა დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი პირველ ტაიმში იოანის პიტასმა გაიტანა და სტუმრებმა შემდეგ უპირატესობა შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ კვიპროსმა ოფიციალური მატჩი სტუმრად 2019 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

ამრიგად, კვიპროსმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და 3 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, 9 სექტემბერს, კოსოვოს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115342