სხვა

16:11 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

უგანდელი ოლიმპიელი, რომელსაც ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, მძლეოსანი რებეკა ჩეპტეგი ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.

33 წლის უგანდელს რამდენიმე დღის წინ კონფლიქტის შემდეგ კენიელმა დიქსონ ნდიემა მარანგაჩიმ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. შედეგად, უდანგელმა მორბენალმა სხეულის 75% დამწვრობა მიიღო და რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეზობლებმა გაიგონეს წყვილის კონფლიქტის ხმა. დამწვრობები დამნაშავემაც მიიღო.

რებეკა ჩეპტეგიმ პარიზის ოლიმპიადაზე მარათონში 44-ე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120857