ფეხბურთი

12:50 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა იმაზე, თუ რას აკეთებდა მბაპე თვითგანვითარებისთვის

პსჟ-ის ყოფილმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა ყოფილი პარიზელი ფეხბურთელის ამჟამად კი მადრიდის „რეალის“ ფორვარდის, კილიან მბაპეს ინტერესზე ტაქტიკით და ფრანგის თვითგანვითარებაზე.

„ის საღამოებს შინ ატარებდა ფეხბურთის ყურებაში, მოულოდნელად გვირეკავდა ან გვიგზავნიდა მატჩების ფოტოებს და ვიდეოებს. პორტუგალიის მეორე ლიგის მატჩებსაც კი უცქერდა და კითხვებს გვისვამდა.

მან ეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ესწავლა და უკეთესი გამხდარიყო, მიუხედავად იმსასა, რომ უკვე საუკეთესო იყო,“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Relevo.

არგენტინელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „ჩელსი“ გახლდათ, სადაც ის 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის მაისამდე მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113616