ფეხბურთი

11:49 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ გარემარბი რაფინია: „ფეხბურთი ანადგურებს ადამიანებს“

„ბარსელონას“ ბრაზილიელმა გარემარბმა რაფინიამ კარიერის განმავლობაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

„თუ ბევრს მუშაობ და გინდა საფეხბურთო კარიერის აშენება, არ შეიძლება დანებდე. ბევრი მიზეზი მქონდა, რომ დავნებებულიყავი, მიმეტოვებინა ფეხბურთი და გამეგრძელებინა ჩემი ცხოვრება. ეს არის პროფესია, რომელიც განადგურებს.

იყო შემთხვევები, როცა შინ ვბრუნდებოდი და არ ვიცოდი, მეორე დილით ვარჯიშზე წავიდოდი თუ არა. ვტიროდი ხოლმე და ეს „ბარსელონაშიც“ ხდებოდა. ახლა ვმუშაობ ფსიქოლოგთან, რადგან მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს.

თუ საკუთარ თავზე არ იზრუნებ, ფეხბურთი გაგანადგურებს. ძალიან ადვილია დეპრესიაში ჩავარდნა და ყველაფერზე უარის თქმა“, - ციტირებს რაფინიას სიტყვებს ESPN.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ოთხ მატჩში სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116214