11:10 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარვახალი ვინისიუსის სიტყვებზე: „ესპანეთი არ იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის წართმევას“

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ მცველი დანიელ კარვახალი მადრიდულ კლუბში პარტნიორის, ვინისიუსის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ესპანეთმა არ უნდა უმასპინძლოს, თუ ქვეყანაში რასიზმის ვითარება არ შეიცვლება.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით რასიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ვიცი, როგორ განიცდის ვინისიუსი. ის უმჯობესდება ამ გიჟების წინააღმდეგ მოქმედებაში. მაგრამ ესპანეთი არ იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატის წართმევას. ესპანეთი დიდი კულტურული მრავალფეროვნების ქვეყანაა“, - ციტირებს კარვახალის სიტყვებს Marca.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წესით ესპანეთში, პორტუგალიასა და მაროკოში უნდა გაიმართოს. ასევე, დაგეგმილია ტურნირის თითო მატჩის ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში ჩატარება.

0.114777