ფეხბურთი

23:51 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

France Football-მა 2024 წლის ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დაასახელა
სიაში არ არის ხვიჩა კვარაცხელია, ასევე, არც კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი

France Football-მა 2024 წლის "ოქროს ბურთზე" 30 ნომინანტი დაასახელა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდება. აღსანიშნავია, რომ ნომინანტებს შორის ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ არ არიან.

2003 წლის შემდეგ პირველად France Football-ის ნომინანტების სია რონალდუს ან მესის გარეშე პირველადაა.

"ოქროს ბურთის" მოგების შანსი წელს შემდეგ ფეხბურთელებს აქვთ:

ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი, ურუგვაი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი, პორტუგალია), არტიომ დოვბიკი (რომა, იტალია), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი, შვეიცარია), ნიკო უილიამსი (ბილბაო, ესპანეთი), ტონი კროოსი (რეალი, გერმანია), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია), ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი, გერმანია), დანი ოლმო (ბარსელონა, ესპანეთი), მატს ჰუმელსი (რომა, გერმანია), მარტინ ოდეგორი (არსენალი, ნორვეგია), დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი), კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი), როდრი (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი), ვიტინია (პსჟ, პორტუგალია), ჰარი კენი (ბაიერნი, ინგლისი), ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი), ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი), დანი კარვახალი (რეალი, ესპანეთი), ჰაქან ჩალჰანოღლუ (ინტერი, თურქეთი), უილიამ სალიბა (არსენალი, საფრანგეთი), კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა), ადემოლა ლუკმანი (ატალანტა, ნიგერია), ანტონიო რიუდიგერი (რეალი, გერმანია), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი, ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ შარშან "ოქროს ბურთზე" ხვიჩა კვარაცხელია მე-17 ადგილზე გავიდა, სამწუხაროდ, ამჯერად 30 ნომინანტს შორის ქართველი ფეხბურთელი არაა.

მანამდე France Football-მა საუკეთესო მეკარის ჯილდოზე ნომინანტებიც დაასახელა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილიცაა.

France Football-ის დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს გაიმართება და „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულიც დასახელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116595