სხვა

16:10 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე რაპირით ფარიკაობის რეპეშაჟში პირველი შეხვედრა მოიგო

რაპირით ფარიკაობაში რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (კატეგორი B ). მან აშშ-ის წარმომადგენელი ელენ გედესი ანგარიშით 15:6 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

შეგახსენებთ, რომ რაპირით ფარიკაობის მერვედფინალში ირმა ხეცურიანმა ბრაზილიელი მონიკა სანტოსი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი იაპონელ ანრი საკურაისთან დათმო.

ირმა ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

წლევანდელ პარალიმპიადაზე საქართველოს უკვე სამი მედალი აქვს - ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117753