სხვა

0:48 | 4.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნინა თიბილაშვილი: "ეს მედალი ჩემი კი არა, ჩვენია, რაც ჩემთვის ოქროს ტოლფასია"

ქართველმა პარამოფარიკავე (ხმალი) ნინა თიბილაშვილმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან „პირველ არხს“ განუცხადა, ეს ბრინჯაო მისთვის ოქროს ტოლფასია და მედალი არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი საქართველოსია.

„ეს მარტო ჩემი მედალი არ არის, ჩვენი მედალია. ჩემთვის მეორე პარალიმპიადა იყო, მქონდა აქ მონაწილეობის გამოცდილება, მაგრამ წინა ოლიმპიადაზე გულშემატკივარი არ იყო, ახლა ეს სავსე დარბაზი ჩემში მძაფრ ემოციებს იწვევდა. ვეცადე, ჩემი საუკეთესო მეჩვენებინა, მართალია, ოქრო არ არის, მაგრამ ეს მედალი ჩემთვის ოქროა, იმიტომ, რომ ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრები გავიარე. მადლობა ყველა ჩემს მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობისთვის. ყველას ვუსურვებ წარმატებას და საქართველოს ვულოცავ“, - თქვა თიბილაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ ნინა თიბილაშვილმა პარალიმპიადაზე მეორედ მოიპოვა მედალი - ტოკიოში ის ვერცხლს დაეუფლა. საქართველოს დელეგაციის მონაგარი მიმდინარე პარალიმპიადაზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია: ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო ტაეკვანდოისტმა, ანა ჯაფარიძემ და მოფარიკავემ, ნინა თიბილაშვილმა.

ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი დღეს კიდევ ერთხელ იასპარეზებენ, ამჯერად რაპირით შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116663