26 წლის გარემარბი სტივენ ბერგვეინი ამსტერდამის „აიაქსიდან“ საუდურ „ალ-იტიჰადში“ გადავიდა, იუწყება ნიდერლანდული კლუბის ოფიციალური საიტი. ტრანსფერის თანხამ 21 მილიონი ევრო შეადგინა.
ბერგვეინი ადრე „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. შემდეგ ფეხბურთელი პსვ-ში გადავიდა, შემდეგ კი ინგლისურ „ტოტენჰემში“. ლონდონურ კლუბში მან 83 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებში კი 22 მატჩში ექვსჯერ გამოიჩინა თავი.
გასულ სეზონში ბერგვეინმა „აიაქსის" შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 13 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.