სატრანსფერო ფანჯარა ევროპის უმეტეს ქვეყანაში 30 აგვისტოს დაიხურა, მაგრამ „რომა“ შემადგენლობას მაინც აძლიერებს.
დანიელე დე როსის გუნდში ორი გამოცდილი ცენტრალური მცველის ტრანსფერი თითქმის გადაწყდა. ესპანელი მარიო ერმოსო, რომელიც თავისუფალი აგენტია „რომას“ შეუერთდება, რაც უკვე დე როსიმაც დაადასტურა.
ახლა კი, რომაელები ახლოს არიან მატს ჰუმელსის დამატებასთან, რომელიც ასევე თავისუფალი აგენტია. „რომას“ ინგლისელი მცველი კრის სმოლინგი დათანხმდა საუდის არაბეთში გადასვლას, რაც „ჯალოროსის“ ჰუმელსის დამატებას საშუალებას აძლევს.
გერმანელმა უარი თქვა „ბოლონიასა“ და „სოსიედადში“ გადასვლაზე, მაგრამ „რომასთან“ თითქმის მიაღწია შეთანხმებას 1+1-წლიან კონტრაქტზე და ხელფასის სახით 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, მატს ჰუმელსი, რომელსაც აქამდე მხოლოდ „ბაიერნსა“ და „დორტმუნდში“ უთამაშია, კარიერას „რომაში“ გააგრძელებს.