ფეხბურთი

15:55 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვანი მანა: "ოსიმენზე ვარიანტები კიდევ არის, მაგრამ არ მგონია, რომ ახლა საუდის არაბეთში წავა"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ვიქტორ ოსიმენთან არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

როგორც იტალიელმა აღნიშნა, ნიგერიელს არ სურს „ნაპოლიში“ თამაში, ამიტომაც კლუბმა მის პოზიციაზე რომელუ ლუკაკუ დაიმატა და გააკეთა თავისი არჩევანი.

„სიტუაცია ძალიან ნათელია: ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოდან, შეკრების დაწყებამდე ოსიმენისგან ვიცით, რომ მას არ სურდა დარჩენა და „ნაპოლიში“ თამაში. ამიტომ, ვეცადეთ, რომ მისი სურვილი დაგვეკმაყოფილებინა. ცხადია, რომ სატრანსფერო ბაზარი რთული იყო, არ წარიმართა ისე კარგად, როგორც გვინდოდა. თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდეთ, შევიძინეთ ლუკაკუ, შევინარჩუნეთ რასპადორი და სიმეონე, რაც უნდა აღინიშნოს, შესაბამისად, მივყვებით ჩვენს გეგმას, რაც თავიდანვე გვქონდა. ვიქტორმა გამოხატა სურვილი, რომ „ნაპოლიში“ არ ეთამაშა, შესაბამისად, ჩვენ სხვა არჩევანი გავაკეთეთ.

სატრანსფერო ბაზარი გაყიდვების მხრივ, ჯერ კიდევ ღიაა, არის ბევრი ვარიანტი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ოსიმენი ამ სატრანსფერო პერიოდში საუდის არაბეთში წავა“, - თქვა მანამ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ კონტრაქტით რჩება, მაგრამ გუნდს ჩამოშორებულია და მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიში შეუძლია. ნიგერიელი ფორვარდი, რომლის ხელფასი წელიწადში 11 მილიონი ევროა და „ნაპოლის“ მაისურით 133 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი, სერია A-ს განაცხადს მიღმაც დატოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125599