„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო: პრემიერლიგის 3 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ზედიზედ ორჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი.
„ვესტ ჰემთან“ შეხვედრის (3:1) შემდეგ „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ ჰოლანდის შეჩერება არავის შეუძლია, თუნდაც პისტოლეტით:
„ჰოლანდი შეუჩერებელია, შეხედეთ მის პირველ ან მესამე გოლებს. არ არსებობს მცველი, რომელიც მას შეაჩერებს, თუნდაც იარაღით. ეს შეუძლებელია, ისეთი სწრაფი და ძლიერია“, - თქვა გვარდიოლამ.
აქვე გეტყვით, რომ ერლინგ ჰოლანდს პრემიერლიგაში ჩატარებულ 69 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი, რაც საოცარი მაჩვენებელია.