ფეხბურთი

3:00 | 1.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "ვინაიდან, გოგლიჩიძისთვის პირველი მატჩი იყო, შექებას იმსახურებს"

„ემპოლის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სალვატორე სულომ „ბოლონიასთან“ მატჩის (1:1) შემდეგ საბა გოგლიჩიძე შეაქო.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართველი მცველისთვის სადებიუტო თამაში იყო, ამიტომაც აღნიშნა, რომ შექებას იმსახურებს.

„ყველა ფეხბურთელმა შეიტანა წვლილი შედეგის მიღწევაში, რომელიც უმნიშვნელო არაა. ჩვენ უფრო მეტი მომენტი გვქონდა, ახლა აზრი არ აქვს სატურნირო ცხრილზე ყურებას, რადგან ჩვენი მიზანი ჯერ კიდევ შორსაა. არცთუ ისე ადვილი კვირა გვქონდა, ამიტომ მატჩის ბოლო 15 წუთში ტემპი დავაგდეთ, რადგან გაგვიჭირდა. მინდა, შევაქო შეცვლაზე შესული ყველა ფეხბურთელი და ასევე, გოგლიჩიძე, რომელმაც პირველად ითამაშა“, - თქვა სულომ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ იანვარში შეუერთდა, მაგრამ აქამდე მხოლოდ თადარიგში იყო, დებიუტი „ბოლონიას“ წინააღმდეგ ჰქონდა. „ემპოლის“ სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110252