ფეხბურთი

23:06 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერმა“ ბუნდესლიგაში 35-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 ტურის საშინაო მატჩში ლევერკუზენის „ბაიერმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა ანგარიშით 2:3 წააგო.

გამარჯვებულებთაგან გოლები კევინ კამპლმა და ლოი ოპენდამ (დუბლი) გაიტანეს. ლევერკუზენელთაგან კი ჯერემი ფრიმპონგმა და ალექს გრიმალდომ .

26-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა სტუმართა მწვრთნელ მარკო როზეს წითელი ბარათი უჩვენა.

ამრიგად, „ბაიერმა“ გერმანიის ჩემპიონატში 35-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ჩაბი ალონსოს გუნდი შიდა ჩემპიონატში ბოლო 15 თვის განმავლობაში პირველად დამარცხდა.

„ლაიპციგმა“ ექვსი ქულა დააგროვა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. „ბაიერი“ სამი ქულით მეცხრე ადგილზეა.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-2 ტური. 31 აგვისტო: შტუტგარტი - მაინცი 3:3, აინტრახტი - ჰოფენჰაიმი 3:1, ვერდერი - დორტმუნდი 0:0, ბოხუმი - გლადბახი 0:2, ჰოლშტაინი - ვოლფსბურგი 0:2, ბაიერი - ლაიპციგი 2:3

0.113544