დღეს, 31 აგვისტოს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის სამი მარჩი იმართება. ორი უკვე დასრულდა. ორივე ფრედ.
„დინამო“ თბილისმა აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 71-ე წუთამდე აგებდა. მატჩის გმირ-ანტიგმირი სამტრედიელთა ბრაზილიელი ლეო ასუნსეო გახდა, რომელმაც მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში, 71-ზე კი საკუთარ კარში გაიტანა 1:1.
ახლა „დინამოს“ 26 ქულა მოუგროვდა, მე-7 ადგილზეა და სამი პუნქტით უსწრებს ფლეი-აუტის ზონას. 15-ქულიანი „სამტრედია“ კი ბოლო, მე-10 ადგილზეა.
ფოთის „კოლხეთისა“ და „თელავის“ მატჩი უგოლოდ დასულდა - 0:0. „დილასა“ და „იბერიის“ შეხვედრა კი ამ წუთებში მიმდინარეობს.