დღეს, 31 აგვისტოს, ინგლისის პრემიერლიგის მე-3 ტურის მატჩში „ევერტონმა“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა, თუმცა 87-ე წუთამდე 2:0 იგებდა.
პირველ ტაიმში გუნდებმა გატანილი გოლებით გულშემატკივარი ვერ გაახარეს. 50-ე წუთზე „ევერტონის“ მცველმა მაიკლ კინმა თავისი გუნდი დააწინაურა. შვიდი წუთის შემდეგ, თავდამსხმელმა დომინიკ კალვერტ-ლუინმა ანგარიში გააორმაგა.
შემდეგ კი სტუმრების ჯერი დადგა. 87-ე წუთზე „ბორნმუთის“ ფორვარდმა ანტუან სემენიომ ერთი ბურთი გაქვითა. 90+2-ე წუთზე ლუის კუკმა ანგარიში გაათანაბრა, 90+4-ზე კი ლუის სინისტერამ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ამ თამაშის შემდეგ „ბორნმუთმა“ 5 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა. უქულო „ევერტონი“ კი ბოლო, მე-20 ადგილზე.