„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის ლიდერულ თვისებებზე ისაუბრა.
„ჰოლანდის გავლენა გასახდელში? ბოლო დროს ცოტა მაღლა. მან იცის სიტუაცია, ფეხბურთელები, როგორ ვცხოვრობთ. ეს პროცესია და თუ აქ დიდხანს დარჩება, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი გახდება, ეს ნორმალური როლია. მაგრამ მისი გავლენა ძალიან პოზიტიური იყო. ის ყოველთვის ბედნიერი, პოზიტიური და წარმოუდგენელია.
ვხედავ მას ლიდერის როლში? დიახ, ის აუცილებლად უნდა იყოს ლიდერი, როცა ყველა მატჩში თამაშობ და მოედანზე ასე აქტიური ხარ - დიახ. ლიდერები შეიძლება ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი ლიდერები არიან. მოედანზე ჩნდებიან და თუ დიდი პრობლემაა, აგვარებენ.
ზოგჯერ თქვენ გჭირდებათ სამკლაური, რომ იყოთ ლიდერი. ეტაპობრივად ეს მოხდება. ეს უკვე მესამე სეზონია მისთვის „სიტიში.“ თუ დარჩება, გუნდის ერთ-ერთი ყველაზე უფროსი მოთამაშე გახდება და ბუნებრივია, რომ ეს მოხდება“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.