ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი რაფაელ ვარანი ცოტა ხნის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით „კომოს“ შეუერთდა, მაგრამ იტალიურმა კლუბმა ის სერია A-ს განაცხადში არ შეიყვანა.
ვარანმა სეზონის სტარტზე, იტალიის თასზე გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, ახლა კი, გაირკვა, რომ განაცხადს მიღმა დატოვეს.
იტალიური მედია წერს, რომ მხარეებმა შეიძლება კონტრაქტი გაწყვიტონ.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანს „ლანსში“, „რეალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ აქვს ნათამაშები.