ფეხბურთი

17:30 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" სეზონში პირველი ქულები დაკარგა

ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტური ლონდონის „არსენალის“ და „ბრაიტონის“ მატჩით გაიხსნა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„არსენალი“ უპირატესობას ფლობდა და პირველი ტაიმის მიწურულს კაი ჰავერცმა დააწინაურა. თუმცა, 49-ე წუთზე სიტუაცია შეიცვალა: საკმაოდ საკამათო სიტუაციაში დეკლან რაისი გააძევეს, რიცხობრივ უმცირესობაში კი, მიკელ არტეტას გუნდს გაუჭირდა.

58-ე წუთზე ჟოაო პედრომ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ხოლო დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა.

„არსენალს“ და „ბრაიტონს“ სამი ტურის შემდეგ 7-7 ქულა აქვთ, ლონდონელები მომდევნო ტურში „ტოტენჰემს“ ესტუმრება, ხოლო „თოლიები“ „იფსვიჩს“ უმასპინძლებენ.

0.112289