სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 29-ე ტურში „ულსანმა“ „პოანგი“ დრამატულ მატჩში 5:4 დაამარცხა, გიორგი არაბიძემ კი, ფანტასტიკური თამაში ჩაატარა.
ქართველი პირველად მოხვდა „ულსანის“ ძირითად შემადგენლობაში და დუბლი გაიფორმა. მან მეექვსე წუთზე საოცარი საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 36-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:1 გახადა.
- გიორგი არაბიძის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან სამხრეთ კორეის ჩემიონატში (+VIDEO)
- გიორგი არაბიძის დუბლი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში (VIDEO)
გიორგის მცირე დაზიანება აწუხებდა, რის გამოც ბოლო მატჩები გამოტოვა, ამჯერად ითამაშა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს და მეორე ტაიმში მოედანზე არ იყო. მეორე ნახევარი კი, ძალიან შედეგიანი გამოდგა ორივე გუნდმა 3-3 გოლი გაიტანა შესვენების შემდეგ, შესაბამისად, „ულსანმა“ 5:4 მოიგო.
26 წლის ქართველ შემტევს სამხრეთკორეულ გუნდში 3 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
„ულსანი“ 51 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 13 სექტემბერს, „განგვონს“ უმასპინძლებს.