ფეხბურთი

11:34 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ინგლისელი ფორვარდი დაიმატა

„მილანმა“ „რომადან“ ინგლისელი თავდამსხმელი ტამი აბრაჰამი იჯარით დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ინგლისელი „მილანს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა და 90-ნომრიანი მაისური მოირგო. სანაცვლოდ, „რომაში“ გადავიდა ალექსის სალმაკერსი.

ტამი აბრაჰამი „რომაში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 120 მატჩში 37 გოლი გაიტანა. მანამდე აბრაჰამი „ასტონ ვილას“, „სუონსი სიტის“, „ბრისტოლის“ და „ჩელსის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107665