სხვა

21:10 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა პარატაეკვონდოისტმა გიორგი ნიკოლაძემ პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე (70 კგ) რეპეშაჟში არგენტინელ ხუან სამორანოს დაუპირისპირდა, შეხვედრა დათმო და სადებიუტო პარალიმპიადა მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ეგვიპტელი აბდელ რაჰმედ მაჰმუდ აბდელ რაზეკი დაამარცხა, მეოთხედფინალი კი თურქ ფათიხ ჩელიკთან დათმო.

ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაში პირველად მონაწილეობდნენ. პარალიმპიადის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112178