ფეხბურთი

17:23 | 30.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "საზონოვმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა"

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ განაცხადა, რომ საბა საზონოვმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა.

იტალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ „ბოლონიასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა:

„ახლა ჩემი ფიქრები მარტო „ბოლონიასთან“ ხვალინდელ მატჩზეა ორიენტირებული. პელეგრიმ და საზონოვმა დღეს დილით ივარჯიშეს, მათთან და სტაფთან შეთანხმებით მივიღებ გადაწყვეტილებას, ითამაშებენ თუ არა და ვეცდებით, იდეალური შემადგენლობა შევარჩიოთ ხვალინდელი შეხვედრისთვის“, - თქვა დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ შარშან შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და ტურინულ გუნდში მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა. „ემპოლის“ ის ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდა, რომლის საფასური 3 მილიონი ევრო იქნება.

„ემპოლიმ“ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და სერია A-ში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული. ტოსკანურ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე ირიცხება, რომელსაც ჯერ დებიუტი არ ჰქონია.

0.117575