ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, რის შემდგომაც გაირკვა, რომ ბრატისლავის "სლოვანის" ერთ-ერთი მეტოქე "მილანი" იქნება.
სლოვაკური კლუბის ფეხბურთელებს განსაკუთრებით გაუხარდათ "მილანთან" შეხვედრა, რასაც თავისი მიზეზი აქვს - იურაი კუცკა. ვეტერანი სლოვაკი ფეხბურთელი ახლა "სლოვანში" თამაშობს, მაგრამ თავის დროზე "როსონერის" ღირსებას იცავდა და როგორც ჩანს, ძალიან უნდოდა "მილანთან" შეხვედრა. თანაგუნდელებმაც კუცკოს სურვილის ასრულება ემოციურად აღნიშნეს.
"სლოვანი", სადაც გურამ კაშია თამაშობს და ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტია, სადაც შემდეგი მატჩების ჩატარება მოუწევს:
„მანჩესტერ სიტი“ (სახლში), „ბაიერნი“ (სტუმრად), „მილანი“ (სახლში), „ატლეტიკო“ (სტუმრად), „დინამო ზაგრები“ (სახლში), „სელტიკი“ (სტუმრად), „შტუტგარტი“ (სახლში), „ჟირონა“ (სტუმრად).