მადრიდის „რეალი“ ლა ლიგის მესამე ტურში სტუმრად „ლას პალმასს“ დაუპირისპირდა, რომელიც ვერ დაამარცხა.
მეხუთე წუთზე ანგარიში ალბერტო მოლეირომ გახსნა და „ლას პალმასი“ დაწინაურდა. მასპინძლები კარგა ხანს ინარჩუნებდნენ უპირატესობას, თუმცა 69-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა პენალტით მოახერხა წონასწორობის აღდგენა.
კარლო ანჩელოტის გუნდს გამარჯვების გოლისთვის საკმაოდ დრო ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და ქულები ისევ დაკარგა.
სამი ტურის შემდეგ „რეალს“ მხოლოდ 5 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, პირველ სექტემბერს, „ბეტისს“ უმასპინძლებს.