ფეხბურთი

21:53 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო "სამპდორიადან" გაათავისუფლეს

გენუის „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა პირლო გაათავისუფლეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

პირლო „სამპდორიას“ გასული სეზონის სტარტიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონის ცუდი სტარტის გამო (სამ ტურში ერთადერთი ქულა) დაითხოვეს.

პირლომ სამწვრთნელო კარიერა „იუვენტუსში“ დაიწყო, სადაც იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო, შემდეგ თურქულ „კარაგუმრუკს“ ავარჯიშებდა და ბოლოს „სამპდორიას“.

0.114985