ფეხბურთი

16:20 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" მწვრთნელი: "საზონოვი "ემპოლიში" სამედიცინო შემოწმებას გადის"

საბა საზონოვი სულ მალე „ემპოლის“ ფეხბურთელი გახდება. „ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ვანოლიმ „ვენეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია ეს ინფორმაცია დაადასტურა.

„საზონოვის და პელეგრის ტრანსფერი დასრულების ფაზაშია. ვფიქრობ, ახლა ისინი სამედიცინო შემოწმებას გაიდიან“, - აღნიშნა ვანოლიმ.

ქართველი „ემპოლის“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება, შესაბამისად, 1+3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ემპოლიში" კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე ირიცხება, ხოლო თავის დროზე ამ გუნდში ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს უთამაშიათ, ასე რომ, იქ ქართველებს კარგად იცნობენ.

საზონოვის გარდა, „ტორინოდან“ „ემპოლიში“ იჯარით პიეტრო პელეგრი გადავა, ხოლო სებასტიან ვალუკიევიჩი ტურინულ გუნდს მიაშურებს, რომლის სანაცვლოდ „ემპოლი“ ორი ფეხბურთელის იჯარის გარდა, 5 მილიონ ევროსაც მიიღებს. მომავალ წელს ტოსკანელებს საბას გამოსყიდვა 3 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ შარშან შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და დღემდე ტურინულ გუნდში მხოლოდ 13 თამაში ჩაატარა. „ემპოლიმ“ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და სერია A-ში ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114062