ფეხბურთი

0:20 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშზე: "ვალენსია" თამაშში ცოცხალი მისი დამსახურებით დარჩა"

ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ბილბაოსთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ამის მიუხედავად ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.

სწორედ ქართველის დამსახურებაა, რომ ბასკებმა უფრო დიდი ანგარიშით ვერ მოიგეს. ესპანურ მედიაშიც გიორგის თამაში ძალიან დადებითად შეაფასეს:

AS: „ნორმალური არ იქნებოდა, რომ პირველი ტაიმი ფრედ დასრულებულიყო და ეს რომ მომხდარიყო, ქართველის დამსახურება იქნებოდა, რომელმაც სხვა ყველაფერთან ერთად, ინიაკი უილიამსის დარტყმაზე საოცარი რეფლექსები გამოავლინა. მეორე ტაიმში „ვალენსია“ ცოცხალი მან დატოვა, როცა ნიკო უილიამსის დარტყმაზე თავდაჯერებულობა გამოიჩინა. „სან მამესზე“ საუკეთესო“.

Eldesmarque: „მატჩის დასაწყისში ინიაკი უილიამსის თავური დარტყმა მოიგერია, როცა „სან მამესი“ გოლს თითქმის ზეიმობდა. შემდეგ კიდევ შეასრულა ორი სეივი, რომელიც აღსანიშნავი იყო. ვერაფერი გააკეთა გოლზე, მაგრამ საუკეთესო იყო“.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის სამივე მატჩი წააგო და უქულოდ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 31 აგვისტოს, „ვილიარეალს“ უმასპინძლებს.

0.11761