კონმებოლმა ურუგვაის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი კოპა ამერიკის ნახევარფინალში კოლუმბიის ნაკრებთან მატჩისაას ფანებში ჩხუბის გამო დასაჯა.
დარვინი ნუნიესი 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და 20 000 დოლარის გადახდა დაეკისრა. 4 მატჩს გამოტოვებს და 16 000 გადაიხდის როდრიგო ბენტანკური, ხოლო რონალდ არაუხო, მატიას ოლივერა და ხოსე მარია ხიმენესი 3-3 თამაშს გამოტოვებენ, ხოლო მათი ფინანსური სასჯელი 12 000-ით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 6 ტურის შემდეგ 13 ქულით მეორე ადგილზეა.