ფეხბურთი

19:54 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "კარიერას ალბათ 2-3 წელიწადში დავასრულებ"

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს.

39 წლის ლეგენდარული ფეხბურთელის მიზანია, რომ ორი-სამი წელი კიდევ ითამაშოს.

„არ ვიცი, კარიერას მალე დავასრულებ თუ არა, ორ-სამ წელიწადში, მაგრამ ამას სავარაუდოდ, „ალ-ნასრში“ გავაკეთებ. ამჟამად არ ვფიქრობ მწვრთნელობაზე, ეს არასდროს მომსვლია გონებაში, ვერ ვხედავ ჩემს თავს ამ მიმართულებით“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონიც შესანიშნავად დაიწყო და სამ მატჩში ამდენივე გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.063396