ფეხბურთი

17:40 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტალ იაკობაშვილი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

ესპანური „ჟირონას“ ნიჭიერი მცველი, ანტალ იაკობაშვილი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი ჰქონდა, უნგრეთის ნაკრებში გამოიძახეს.

სექტემბერში, ერთა ლიგის მატჩებისთვის, რომელსაც უნგრეთი გერმანიისა და ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს, მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ 20 წლის ფეხბურთელიც გამოიძახა.

ანტალ იაკობაშვილი „ჟირონას“ მეორე გუნდში ირიცხება, პირველ გუნდში კი, გასულ სეზონში ორი მატჩი ჩაატარა. მას უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებებში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127584