ფეხბურთი

17:10 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვოიცეხ შჩესნიმ კარიერა დაასრულა

პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შჩესნიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 34 წლის ფეხბურთელმა კლუბი ვერ იპოვა და ფეხბურთიდან წავიდა.

შჩესნიმ ცოტა ხნის წინ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, რომელიც 2025 წლამდე აკავშირებდა.

როგორც პოლონელმა განაცხადა, ფეხბურთს ყველაფერი მისცა, 18 წლის განმავლობაში მისი ცხოვრება იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული, რაც თავის მხრივ რაღაც ახლის დასაწყისია.

"2006 წლის ივნისში დავტოვე მშობლიური ქალაქი ვარშავა, რათა "არსენალში" ფეხბურთი მეთამაშა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ჩემი სხეული ისევ მზადაა სათამაშოდ, მაგრამ გული აღარ. ყველაფერი სრულდება, დასასრული კი, რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს", - წერს პოლონელი ვრცელ წერილში.

ვოიცეხ შჩესნიმ „არსენალში“ (181 მატჩი), „რომაში“ (81 მატჩი) და „იუვენტუსში“ (252 მატჩი) ითამაშა, ერთი სეზონი იჯარით „ბრენტფორდშიც“ გაატარა, ხოლო პოლონეთის ნაკრების მაისური 84-ჯერ მოირგო.

0.124032