ფეხბურთი

14:18 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა საზონოვი შესაძლოა "ტორინოდან" იჯარით სერია A-ს სხვა კლუბში გადავიდეს

საქართველოს ნაკრების მცველმა საბა საზონოვმა შესაძლოა „ტორინო“ დატოვოს და კარიერა „ემპოლიში“ გააგრძელოს.

როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, კლუბები მუშაობენ გარიგებაზე, რომლის თანახმად, „ემპოლის“ პოლონელი მცველი სებასტიან ვალუკევიჩი „ტორინოს“ სრულფასოვანი კონტრაქტით შეუერთდება, რომლის სანაცვლოდ ტურინელები 5 მილიონ ევროს გადაიხდიან.

გარდა ამისა, „ტორინო“ მზადაა „ემპოლიში“ გაუშვას საბა საზონოვი და თავდამსხმელი, პიეტრო პელეგრი, ორივე ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით. აღსანიშნავია, რომ საბაც და პელეგრიც თანახმა არიან „ემპოლიში“ გადავიდნენ.

საზონოვს „ტორინოში“ სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს და მისთვის „ემპოლი“ შანსი უნდა იყოს. საინტერესოა, რომ „ემპოლიში“ კიდევ ერთი ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე ირიცხება, რომელიც განაცხადში მუდმივად ხვდება, მაგრამ ჯერჯერობით, სერია A-ში დებიუტი არ ჰქონია.

საბა საზონოვი „ტორინოს“ გასულ წელს მოსკოვის „დინამოდან“ შეუერთდა და დღემდე 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116488