ფეხბურთი

1:30 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ძალიან დამაჯერებელი "იუვენტუსი" სერია A-ში ერთპიროვნულად გალიდერდა

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი შესანიშნავად, იდეალურად დაიწყო. „კომოსთან“ ლამაზი ფეხბურთისა და 3:0 მოგების შემდეგ ტიაგო მოტას გუნდმა მეორე ტურში სტუმრად „ვერონაც“ 3:0 დაამარცხა.

„ვერონა“, რომელმაც პირველ ტურში მაგალითად, „ნაპოლის“ 3:0 აჯობა. „იუვე“ აბსოლუტურად დომინანტი იყო და პირველ ტაიმში გადაწყდა ყველაფერი, როცა დუშან ვლაჰოვიჩმა და ნიკოლო სავონამ გაიტანეს. 21 წლის მარჯვენა მცველმა პირველად ითამაშა „იუვეს“ ძირითადში და გოლიც გაიტანა.

მეორე ტაიმის სტარტზე სამუელ მბანგულამ პენალტი მოიპოვა და ვლაჰოვიჩმა დუბლი შეასრულა. დარჩენილ დროში, რა თქმა უნდა, „ვერონას“ თამაშის შემოტრიალების შანსი არ ჰქონია.

სერია A-ში ორი ტურის შემდეგ 6 ქულით „იუვე“ გალიდერდა, არც ერთი სხვა გუნდი უდანაკარგო არ არის. ორ ტურში 6 გოლი და არც ერთი გაშვებული, ეგ კი არა, ამ ორ თამაშში „იუვენტუსის“ კარში ზუსტად ერთადერთხელ დაარტყეს.

და, ეს ყველაფერი მაშინ, როცა „იუვენტუსს“ ტრავმის გამო აკლდა ხეფრენ ტურამი და ტიმოთი ვეა, ჯერჯერობით, ფორმაში არ არიან და მხოლოდ შეცვალეს ითამაშეს დუგლას ლუისმა და დანილომ, ჯერ გუნდთან ერთად მზადება არ დაუწყიათ ახალწვეულებს ნიკო გონსალესს და ფრანსისკო კონსეისაოს, დიდი შანსია მათ ტეუნ კოპმაინერსი და ჯეიდონ სანჩოც დაიმატონ.

„იუვენტუსი“ მესამე ტურში პირველ სექტემბერს, „რომას“ უმასპინძლებს.

„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ვლაჰოვიჩი (28), 0:2 სავონა (39), 0:3 ვლაჰოვიჩი (53, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112706