სხვა

21:26 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ნადირაძემ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

კანოეისტმა ზაზა ნადირაძემ მედლების კოლექციას მსოფლიო ჩემპიონატების მორიგი ჯილდო შემატა.

ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს, ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ზაზა ნადირაძემ სამარყანდში (უზბეკეთი) დასრულებულ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 200 მეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების გამოცდილმა წევრმა, რომელიც იმავდროულად საქართველოს კანოეს და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტიც არის, ფინალურ რბოლისას ფინიშის ხაზი 39.180 წამში გადაკვეთა.

პირველი და მეორე ადგილები პოლონეთისა და ესპანეთის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

საგულისხმოა, რომ ზაზა ნადირაძემ ივნისში, სეგედის (უნგრეთი) ევროპის ჩემპიონატზეც მესამე ადგილი დაიკავა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119486