ფეხბურთი

11:09 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალში" ენდრიკის გოლზე ისაუბრა

მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პრიმერა დივიზიონის მე-2 ტურის „ვალიადოლიდთან“ მატჩში (3:0), ჭაბუკი ენდრიკის გოლს გამოეხმაურა.

„დიდი პოტენციალი აქვს და გოლით აჩვენა თავისი ყველა თვისება. აქვს ბურთის კარგი კონტროლის უნარი და შესანიშნავი დარტყმა.

ენდრიკი საჯარიმოს თავდამსხმელია. პატარა სივრცეებში ის ძალიან, ძალიან საშიშია“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ESPN.

90+6-ე წუთზე ენდრიკმა, მარჯვენა მხარეს, საჯარიმო ხაზთან, მიიღო ბრაიმ დიასისგან პასი, ერთი მოძრაობით გასცდა მოწინააღმდეგეს და ახლო კუთხეში გაიტანა.

18 წლის ენდრიკი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მადრიდის „რეალში" გოლი გაიტანა. ის „რეალს" „პალმეირასიდან“ 2024 წლის ივლისში შეუერთდა. ტრანსფერის თანხამ 47,5 მილიონი ევრო შეადგინა.

0.108262