ფეხბურთი

10:27 | 26.08.2024 | ნანახია 1503 - ჯერ

„ნაპოლი" და „ალ-აჰლი" ოსიმენის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან

ახალი ამბავი ვიქტორ ოსიმენის შესახებ, რომელიც თითქოს პსჟ-ში უნდა გადასულიყო. „ნაპოლის“ თავდამსხმელმა შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს, „ნაპოლი“ და „ალ-აჰლი“ ახლოს არიან ნიგერიელის ტრანსფერზე შეთანხმებასთან, რომელიც 65 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება. ფორვარდს სურს სოლიდური ხელფასი და ასევე აყენებს მთავარ მოთხოვნას ხელშეკრულებაში კომპენსაციის პუნქტის ჩართვაზე.

ოსიმენმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 17 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:07 | 26.08.2024
ბაგი-რეი (2263)

65 მილიონი თუ 165

14:05 | 26.08.2024
valeri8848 (2622)

ვინ დაწყევლა ეს შენ არ გენახოს ევროპაო???/

0.144602