ფეხბურთი

2:56 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "კვარას დაბრუნება - ის "ნაპოლის" თამაშის ინსპირაციული წყაროა"

„ნაპოლიმ“ სერია A-ს მეორე ტურში „ბოლონია“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა. იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში მაღალი ქულებით შეაფასა:

Tuttonapoli 8 ქულა - „ყოველთვის მოქმედების ეპიცენტრში, გოლთან ახლოს იყო თავური დარტყმის შემდეგ. დი ლორენცოზე პასი დიდებული იყო, შემდეგ ანგარიში გააორმაგა მარცხენა ფეხით. ეს იმედს იძლევა, რადგან კლასი ეჭვს არ იწვევს, ფენომენია“.

Calcionapoli1926 8 ქულა - „თამაში, რომელშიც ფეხბურთს ხატავს. გაიტანა, საოცარი საგოლე პასი გააკეთა და მეტოქეები ყვითელი ბარათებით დატვირთა. ამას დაუმატა ხარიხაც: ავთენტური წინამძღოლი“.

Calciomercato 7.5 ქულა - „ნაპოლის“ შუქს ყოველთვის ის ანთებს, ხარიხასაც გაარტყა ბურთი, შემდეგ დიდი ჩემპიონის თამაშით დი ლორენცოს საგოლე პასი გაუკეთა. ეს ყველაფერი გოლისთვის სამზადისი იყო, რომელიც 75-ე წუთზე გაიტანა, როცა სკორუპსკის აჯობა, რომელსაც საქმე ბეუკემას რიკოშეტმა გაურთულა“.

Corriereazzurro 8 ქულა - „კვარას დაბრუნება. ქართველი ამ საღამოს შეუჩერებელია, მთელი შეტევის ფრონტზე მოქმედებს, მუდმივი ეკალია მეტოქეებისთვის და შესანიშნავი თამაშით დი ლორენცოს საგოლე პასით ამარაგებს”.

Tuttomercatoweb 7.5 ქულა - „არაფრისგან ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ აბრეშუმისებრი, დელიკატური პასით დი ლორენცოს გაატანინა. ერთ-ერთი ის პასი, რაც მარტო ღირს ბილეთის ფასი. შემდეგ გაიტანა გოლიც და მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო“.

Calcio.oasport 8 ქულა - „მოედანზე ყველაზე ძლიერი. ის არის „პარტენოპეის“ თამაშის ინსპირაციული წყარო. ყველაზე საინტერესო შეტევები მისი ფეხებიდან მოდის, დი ლორენცოს ულამაზესი პასი გაუკეთა, მეორე ტაიმში კი ანგარიში გააორმაგა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111106