უზბეკეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში „ნასაფმა“ საკუთარ მოედანზე „ანდიჟანს“ 3:0 აჯობა, რაშიც ჯაბა ჯიღაურმა წვლილი გოლით და საგოლე პასით შეიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა თავური დარტყმით მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო 67-ე წუთზე ზორან მარუშიჩს დაეხმარა დუბლის შესრულებასა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაში.
ჯაბა ჯიღაურმა ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა, მთლიანობაში კი, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 3 გოლია.
„ნასაფი“ 38 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს უზბეკეთის ჩემპიონატს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 13 სექტემბერს, „ნავბაჰორთან“ ჩაატარებს.