კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „თელავმა“ „ბათუმს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-18 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, თავი დავით მუჯირმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა იძალეს. ჯერ მათმა კაპიტანმა, ანტონ თოლორდავამ გაათანაბრა (63-წთ). 72-ზე კი დაჩი ცნობილაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. თელაველებმა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.
კახური კლუბისთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშნელოვანი გახლდათ, ახლა მათ 22 ქულა აქვთ, თუმცა კვლავ ფლეი-აუტის ზონაში რჩებიან.