ფეხბურთი

23:21 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის გოლმა „ბარსელონას“ ბილბაოს „ატლეტიკთან“ გაამარჯვებინა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-2 ტურის გვიან მატჩში, „ბარსელონამ“ ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 25-ე წუთზე „ბარსელონას“ ნახევარმცველმა ლამინ იამალმა გახსნა. „ატლეტიკის“ შუახაზელმა ოიან სანსეტმა 42-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გაათანაბრა. მატჩის 75-ე წუთზე კი, „ბარსელონას“ პოლონელმა ვარსკვლავმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი გუნდი კვლავ დააწინაურა - 2:1.

ახლა „ბარსელონამ“ 6 ქულა მოაგროვა და ამდენივექულიან „სელტასთან“ ერთად ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

0.114649