ფეხბურთი

23:04 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ ლიდერებს არ ჩამორჩა

დღეს, 24 აგვისტოს ინგილ სის პრემიერლიგის მე-2 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა. გვიან მატჩში „არსენალმა“ ბირმინგემში „ასტონ ვილა“ 0:2 დაამარცხა, 6 ქულა მოაგროვა და ამდენივექულიან „მანჩესტერ სიტისთან“ და „ბრაიტონთან“ ერთად ცხრილის პირველ სამეულშია.

„მეთოფეთეთაგან“ გოლები ლეანდრო ტროსარმა (67-წთ) და ტომას პარტიმ (77-ე წთ) გაიტანეს.

სხვა შეხვედრებიდან საინტერესოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მარცხი სტუმრად „ბრაიტონთან“ და „ტოტენჰემის“ გამანაგდურებელი გამარჯვება „ევერტონთან“ – 4:0, დუბლი მიითვალა ლონდონელთა კორეელმა სონმა.

და ცხადია, „სიტის“ ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის ჰეთ-თრიქი დებიუტანტ „იფსვიჩთან.“

პრემიერიგა. მე-2 ტური. 24 აგვისტო: ბრაიტონი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:1, კრისტალ პალასი - ვესტ ჰემი 0:2, ფულემი - ლესტერი 2:1, სიტი - იფსვიჩი 4:1, საუთჰემპტონი - ნოტინგემ ფორესტი 0:1, ტოტენჰემი - ევერტონი 4:0, ასტონ ვილა - არსენალი 0:2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115625